საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით ქაშუეთის ტაძართან აქცია გაიმართება

05.07.21 10:24
საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით ქაშუეთის ტაძართან აქცია გაიმართება

საპატრიარქო თბილისი პრაიდის მიერ დღეს დაგეგმილ ღირსების მარშს პროვოკაციას უწოდებს და საზოგადოებას პროტესტის ნიშნად ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს. 

მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი, და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.
ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნულია განცხადებაში,
- ნათქვამია საპატრიაქროს განცხადებაში. 
 

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს ღირსების მარშით დასრულდება. მარშის მონაწილეები მსვლელობას რუსთაველის გამზირიდან დაიწყებენ და დედა ენის ბაღთან დაასრულებენ.  

მსგავსი სიახლეები