მხარს ვუჭერთ ლგბტქ საზოგადოებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება - აშშ-ის საელჩო

05.07.21 10:35
მხარს ვუჭერთ ლგბტქ საზოგადოებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება -  აშშ-ის საელჩო

მხარს ვუჭერთ ლგბტქ საზოგადოებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვემი. 

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.
ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით"- წერს საელჩო.
 

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით, დილიდან "რუსთაველის მეტროსთან" მობილიზებულები არიან ძალადობრივი ჯგუფები.

მარშის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმა საპატრიარქომაც. 

 

 

მსგავსი სიახლეები