ღირსების მარში - რუსთაველზე ძალადობრივი ჯგუფები გამოჩნდნენ

05.07.21 10:40
ღირსების მარში - რუსთაველზე ძალადობრივი ჯგუფები გამოჩნდნენ

რუსთაველის მეტროსთან, სადაც ღირსების მარშის მონაწილეებმა უნდა ჩაიარონ, ძალადობრივი ჯგუფები არიან მობილიზებულები. 

მათ დედაქალაქის მთავარ გამზირზე კარვებია გაშლილი. 

ადგილზე იმყოფება გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ხელს შეუშლიან მშვიდობიან მსვლელობას. 

ამასთან, საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით ქაშუეთის ტაძართან აქცია გაიმართება. 

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება.