ღირსების მარშის უკან სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას - ღარიბაშვილი

05.07.21 11:22
ღირსების მარშის უკან სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ღირსების მარშის უკან ოპოზიცია დგას.

ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით, უკეთებს მარშს ორგანიზებას - თქვა სპეციალურ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა. 

დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი არიან ჩართულები, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და რა თქმა უნდა, მათი მიზანია დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ არ დავუშვებთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.