რას უწოდებთ ღირსების მარშს? - რუსთაველის გამზირზე მეუფე იაკობი მივიდა

05.07.21 11:30
რას უწოდებთ ღირსების მარშს? - რუსთაველის გამზირზე მეუფე იაკობი მივიდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ ძალადობრივი ჯგუფებმა ტერიტორია დაარბიეს, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი მივიდა. სასულიერო პირი ამბობს, რომ მიუღებელია ის პროპაგანდა, რომელსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები ეწევიან. მისი თქმით, დღეს დაგეგმილ „ღირსების მარშს“ ღირსებასთან  საერთო არაფერი აქვს. სასულიერო პირი ასევე, ამბობს, რომ ჩვენის ქვეყნის საქმეებში არც ერთ სხვა ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს, რადგან სხვისი მართული ქვეყანა  ქართველებს არ უნდათ. 

რას უწოდებთ ღირსების მარშს? მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში. ღირსება სხვა რამეა. არ შეიძლება ისინი პროპაგანდას რასაც უწევენ არ შეიძლება., თავისუფლება გავრცობადი თემაა. თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რაც გინდა ის აკეთო. თუ ლუდის დალევაზე ქუჩაში 200 ლარიანი ჯარიმაა, მაგის პროპაგანდა ნუთუ შესაძლებელია? რუსეთმა რაც ოკუპაცია გააკეთა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, იმას უარესს დონეზე ავიყვან კიდევ ამას. იმიტომ, რომ იმას მაინც დავიბრუნებთ და როდესაც მეობას და სულიერებას და სხვა და სხვა ხალხის ტრადიციებს ეხება და ძალით რომ უნდათ მოახვინ თავზე... ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ქვეყანაში არც ერთ სხვა ქვეყანას არ ესაქმება. მასეთი ქვეყანა არ გვინდა ჩვენ, რომ სხვებმა გვმართონ, - აცხადებვს მეუფე იაკობი. 

რუსთაველიზ გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან.  რადიკალები სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან ჟერნალისტებს, დამტვრეული ტვ პირველის ტექნიკა. ადგილზე პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება. 
 

მსგავსი სიახლეები