ძალადობრივი ჯგუფის წევრები "პირველების" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

05.07.21 11:34
ძალადობრივი ჯგუფის წევრები  "პირველების" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

დედაქალაქის ცენტრში კვლავ მძიმე ვითარებაა - რადიკალური ჯგუფები "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ. 

დამტვრეულია "ტვ პირველის" კუთვნილი ტექნიკა. 

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები სხვა მედიის წარმომადგენლებსაც აყენებენ  ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

ძალადობრივი ჯგუფის წევრები კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ. 

ხშირ შემთხვევაში ძალადობა პირდაპირ, პოლიციის თვალწინ ხდება.