ღირსების მარში აუცილებლად შედგება - გიორგი თაბაგარი

05.07.21 12:09
ღირსების მარში აუცილებლად შედგება - გიორგი თაბაგარი

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი მოვლენების მიუხედავად,  თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პირდაპირ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ აუცილებლად ჩატარდება. მისი თქმით, მარშის მონაწილეები ეცდებიან ძალადობრივ ჯგუფებთან დაპირისპირებაში არ შევიდნენ და ღონისძიება მშვიდობიანად წარმართონ. 

ღირსების მარში აუცილებლად შედგება. არ ვაპირებთ შიშმა გაგნგვისაზღვროს დღის წესრიგი. ჩენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მშვიდობიანად ჩავატაროთ ეს მარში და არ მოვხვდეთ დაპირისპირებაში ამ ჯგუფებთან და გავართვათ თავი ამ მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნის წინაშე, - ამბობს თაბაგარი. 

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების განსაკუთტრებული აგრესიით გამოირჩევიან.  რადიკალები სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან ჟერნალისტებს, დამტვრეული ტვ პირველის ტექნიკა.