რადიკალური ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ და "პირველების" ოპერატორი სასტიკად სცემეს

05.07.21 12:19
რადიკალური ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ და "პირველების" ოპერატორი სასტიკად სცემეს

რადიკალური ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ და "პირველების" ოპერატორი, ალექსანდრე ლაქშერავა სასტიკად სცემეს

ადგილზე მყოფი "პირველების" გადამღებ ჯგუფთან კონტაქტი შეწყდა, რადგან გადამღები მოწყობილობა დაზიანებულია. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას კი საშუალება არ ეძლევა მომხდარის შესახებ ინფორმაცია ტელეფონის საშუალებით მაინც მოგვაწოდოს. 

მირანდა ბაღათურიას მობილური ტელეფონი დაუმტვრიეს. რადიკალებმა ქვები დაუშინეს ოფისს. 

მსგავსი სიახლეები