პარემიერის განცხადება არასერიოზული და სამარცხვინოა - ნიკა სიმონიშვილი

05.07.21 12:50
პარემიერის განცხადება არასერიოზული და სამარცხვინოა - ნიკა სიმონიშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებში საია-ს თავმჯდომარე  ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს. ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ პრემიერმა საკუთარი განცხადებით რადიკალები წაახალისა და წააქეზა. მისი თქმით, საკუთარ მოვალეობას არც შსს ასრულებს. 

აქაც მწვანე შუქი აუნთო სამწუხაროდ ხელისუფლებამ აი, ამ ქმედებებს. რა მოხდება კიდევ საღამომდე სამწუხაროდ, არ ვიცით. ჩვენ ვხედავთ, რომ შსს ქმედებები ფაქტობრივად არაფერია, უსუსურია შსს. მისი ქმედებები გაუგებარია და ვერ ახერხებენ ვერც მედიის საქმიანობის დაცვას, ვერც იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებსაც კარვები ჰქონდათ გაშლილი. ხელისუფლება მეორე მხრივ, პრემიერის განცხადებით აქეზებს და ახალისებს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ჩვენ ვხედავთ. პარემიერის განცხადება ძალიან არასერიოზული და სამსარცხვინო. ეს უკმაყოფილება, რასაც ჩვენ ვხდეავთ, შეიძლება გადაიზარდოს სხვა მიმართულებით უკმაყოფილებაში და შესაძლებებელია, ამ ადამიანებმა რაც არ უნდა გააკეთონ, ხელისუფლებამ თვალი დახუჭოს, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. 

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთთრებული აგრესიით გამოირჩევიან.  რადიკალები სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან ჟერნალისტებს, დამტვრეული ტვ პირველის ტექნიკა.