რადიკალებმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტებსაც სცემეს - "პოლიცია არ გარყეულა"

05.07.21 14:07
რადიკალებმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტებსაც სცემეს - "პოლიცია არ გარყეულა"

ძალადობრივმა ჯგუფებმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტები თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე სცემეს.  ჟურნალისტსა და ოპერატორს დაზიანებები მაშინ მიაყენეს, როცა ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

ერთი ოფისიდან გადავდიოდით მეორეში, ვსხდეობით მანქანაში, უბრალოდ ოფისიდან გამოვედით და სანამ მანქანასთან მივედით, დაგვესხნენ თავს სიძულვილის ჯგუფები. ძალიან ბევრი ადამიანი იყო. პოლიცია იყო აქ და მოწოდებების მიუხედავად, არ გარყეულა. გვცემდნენ, ვითხოვდით დახმარებას, პოლიცია აქ იდგა და არ გარყეულა", - ამბობს ის.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. 

მსგავსი სიახლეები