პრაიდის იდეა დარტყმას აყენებს სამოქალაქო ერთობას - ვარლამ გოლეთიანი

05.07.21 14:54
პრაიდის იდეა დარტყმას აყენებს სამოქალაქო ერთობას - ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთინი ამბობს, რომ დედაქალაქში საპატრიარქოს მოწოდების გამო ჩამოვიდა. მისი თქმით, პრაიდის იდეა საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ერთობას. 

ჩვენ საპატრიაქროს მოწოდების შემოვუერთდით. ჩვენ როგორც წევრი მართლმამდიდები ეკლესიის და მრევლი შემოვუერთდით მოწოდებას და იცით, რომ ვეწინაღმდეგებით პრაიდის იდეას. რა თქმა უნდა, ძალადობა ნებიმისეირ ფორმით  მიუღებელია და ამას ჩვენ ვემიჯნებით. ჩვენ უბრალოდ აქ ვიცავთ ჩვენს უფლებას მათ შორის. ის ჯგუფები, ვინც შეიძლება აქ იმყოფებოდეს და მიმართავდეს ძალადობას, არის აბსოლუტურად მიუღებელი და მათ პოზიციებს ვერ გავიზიარებ.  იდეა პრაიდი დარტყმას აყენებს სამოქალაქო ერთობას, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.  

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები  თბილისი პრაიდის მიერ „ღირსების მარშის „ ჩატარებას აპროტესტებენ. შეკრებილები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან.  რადიკალებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს,  სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან ჟერნალისტებს, დამტვრეული ტვ პირველის ტექნიკა. ასევე, ძალადობრივი ჯგუფები „სირცხვილიას“ ოფისში შევარდნენ, სადაც ტვ პირველის ოპერატორი სასტიკად სცემეს.