მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები - შსს-ს განცხადება

05.07.21 15:28
მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები - შსს-ს განცხადება

შსს მედიასაშუალებებს პოლიციასთან თანამშრონმლობისკენ და უწყების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. გომალეურის უწყება ასევე, საზოგადოებას  კანონიერი მოთხოვნების დაცვას სთხოვს და აფრთხილებს, რომ სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე მათი მხრიდან რეაგირება მოხდება. 

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები. დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.