თბილისი პრაიდისა და „სირცხვილიას“ ოფისების დარბევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

05.07.21 15:21
თბილისი პრაიდისა და „სირცხვილიას“ ოფისების დარბევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ თბილისი პრაიდისა და „სირცხვილიას“ ოფისების დარბევის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ასევე მათი ტექნიკა.
აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება”,
- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.