ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლე არ არის დაცული, უარს ვამბობთ ძალადობრივი აქციის გაშუქებაზე - ინგა გრიგოლია

05.07.21 15:40
ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლე არ არის დაცული, უარს ვამბობთ ძალადობრივი აქციის გაშუქებაზე - ინგა გრიგოლია

"ტვ პირველი" უარს ამბობს ძალადობრივი აქციის გაშუქებაზე. ინგა გრიგოლია ჟურნალისტებს მოუწოდებს, დატოვონ დაძაბულობის  წერტილები და შეწყვიტონ ძალადობრივი აქციის  გაშუქება. ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ რადიკალური ჯგუფებმა ტელეკომპანიის ოფისზეც მიიტანონ იერიში.

ბატონო ირაკლი, თუ გქონდათ ინფორმაცია რა იგეგმებოდა ხელსიუფლება იყო ვალდებული პრევენცია მოეხდინა, ხელისუფლება იყო ვალდებული პრევენცია მოეხდინა, არ მომხდარიყო ეს ყველაფერი. 
მინდა მივმართო ტვ პირველის ყველა თანამშრომელს მეგობრებო, დატოვეთ ყველა ის წერტილი სადაც არის ესკალაცია სადაც არის დაპირისპირების საფრთხე არცერთი ჟურნალისტის თმის ღერის ჩამოვარდნაც არ უნდა დავუშვათ  ხელსიფულებამ ვერ მოახერხა, ხელისუფლებამ 
 გვაიძულა დავდოთ მიკროფონები და გამოვიდეთ დაპირისპირების წერტილებიდან მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ თანამშრომელს, ყველას ჟურნალისტებს ოპერატორებს, მეგობრებო ჩვენი არხის თანამშრომლებო და კოლეგებო სხვა არხებიდან მიიღეთ ჩვენი მხარდაჭერა გახსოვდეთ ამ ქვეყანაში თქვენი მუშაობა არის საშიში, ამ ქვეყანაში თქვენ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, როდესაც  გიპირისპირდებიან ქვებით, თმებში გწვდებიან გაფურთხებენ, გაგინებენ, ისეთ სასიბნელას ვხედავთ რაც ჩვენ დედაქალაქში ხდება. მინდა გთხოვოთ ყველანი გამოდით ამ აქციებიდან და ვიდრე შსს არ მოახერხებს უზრუნველყოს ჟურნალისტების, ოპერატორების უსაფრთხოება ვიდრე არ იქნება დაცული მათი სიცოცხლე, ტვ პირველი უარს ამბობს იმუშაოს დაპირისპირების ამ ადგილებში, ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომ ჩვენ ოფისებთანაც მოხდეს საპროტესტო აქციების გამართვა კი არა შავრაზმული დაჯგუფებების მოვარდნა, ჩვენ ყველაფრისთვსი ვართ მზად.
მინდა ვუთხრა ღარიბაშვილს, რომლის განცხადებამაც რეალურად მისცა ლეგიტიმაცია ჟურნალისტებზე თავდასხმებს ისტორია მოგიბრუნებთ ყევლაფერს. ასეთი რამ ხდება პირველად ჩვენ ვამბობთ უარს გავაშუქოთ ეს ძალადობრივი აქცია. დატოვეთ ეხლავე ადგილები. ეს არ არის ის ქვეყანა სადაც თქვენი სიცოცხლე არის დაცული. ტვ პირველისთვის არის უმნიშვნელოვანესი პირველ რიგში დაცული იყოს მისი თანამშრომლების უსაფრთხოება.