ბურჭულაძე-რამიშვილის საქმე - მოსამართლემ "პოსტ ტვ"-ის წამყვანის წინააღდმეგ გადაწყვეტილების მიღება ვერ გაბედა
შალვა რამიშვილის წინააღდმეგ გადაწყვეტილების მიღება სამართლომ ვერ გაბედა. მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიმართ პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი ვერ დაადგინა. ბურჭულაძე შალვა რამიშვილს და პრორუსულ "პოსტ ტივის" ცილისწამებაში, პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებდა და კონპენსაციის სახით თანხას ითხოვდა. საქმე "პოსტივის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა, როდესაც რამიშვილმა ბურჭულაძე თაღლითად გამოცხადა.
მსოფლიო ბანის უფლებადამცველები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.
მე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მხარე რომ ყოფილიყო ამ განცხადების ადრესატი, აუცილებლად სასამართლო მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რითაც დადასტურდებოდა, რომ შეილახა ხელისუფლების წარმომადგენლის პატივი და ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. არც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდება ამ გადაწყვეტილების გაუქმება, არც უზენაესი სასამართლოს მიერ. პაატა ბურჭულაძის საქმის ბოლო, როდესაც აქ ამოწურული იქნება ყველა რესურსი, იქნება სტრასბურგის სასამართლო. საქართელოშ თავისუფალი აზრის, სიტყვის თქმას სხვა ფორმა აქვს და ადამიანს, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია, ხელსუფლების მხრიდან არ არსებობს არანაირი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, - ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
რაც შეეხება შალვა რამიშვილს და მის ადვოკატს, მათ "ტვ პირველთან" კომენტარის გაკეტება არ სურთ.