აღშფოთებული ვართ პოლიციის უმოქმედობით - Amnesty International

05.07.21 22:30
აღშფოთებული ვართ პოლიციის უმოქმედობით - Amnesty International

Amnesty International-ის გენერალური დირექტორი, აგნეს კალამარდი, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კალამარდი წერს, რომ აღშფოთებულია მომხდარით და პოლიციის უმოქმედობით.

სრულიად აღშფოთებული ვარ "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობით და პოლიციის უმოქმედობით, მაშინ, როდესაც ძალადობრივი დაჯგუფებები თავს დაესხნენ "თბილისი პრაიდის" ოფისს. საქართველოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ლგბტ ადამიანების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. უნდა გამოიძიონ და დასაჯონ მოძალადეები", - წერს კალამარდი Twitter-ზე.