დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აღდგება

15.03.21 12:58
დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აღდგება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან, 15 მარტიდან, შეზღუდვები მსუბუქდება, თუმცა კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. იხსნება სპორტული დარბაზები; უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღსდგება; განახლდება სასკოლო წრეები; თეატრები, სპორტული კლუბები და  პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებსა და ვარჯიშს შეძლებენ.