თავდასხმა მედიაზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს თვალები დაუზიანეს

06.07.21 10:19
თავდასხმა მედიაზე -  საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს თვალები დაუზიანეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილს ძალადობრივმა ჯგუფებმა თვალები დაუზიანეს, შემთხვევა გუშინ დედაქალაქის ცეტრში მოხდა. 

პირველი არხის თანამშრომელი საავადმყოფოში იმყოფება. მას ერთ თვალში დაზიანებები აღენიშნება.

პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე გუშინ მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაასისხლიანეს 53  ჟურნალისტს - ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და არბევდნენ აპარატურას. 

გუშინ პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ. 

მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.