არ არსებობს არცერთი უწყება, რომელმაც შეიძლება, წინააღმდეგობა გაუწიოს ივანიშვილის ინტერესებს - ეკა გიგაური
რამ მიიყვანა საქართველო დემოკრატიის მდგომარეობის უკონტროლო გაუარესებამდე? - "საერთაშირისო გამჭვირვალობა- საქართველო" პირდაპირ ამბობს, რომ პრობლემა სახელმწიფოს მიტაცებაა და აქედან გამომდინარეობს ყველა სხვა დანარჩენი. სწორედ ამით ხსნიან ორგანიზაციაში ბერტელსმანის ინდექსის გაუარესებულ შედეგებს.
ეკა გიგაურის თქმით, არ არსებობს არცერთი უწყება, რომელმაც შეიძლება, წინააღმდეგობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და მის სურვილებს.
კონკრეტული ადამიანები ფიქრობენ თავის ინტერესებზე, როგორ მოიწყონ ცხოვრება და გაამდიდრონ თავიანთი ოჯახის წევრები და ნაკლები ყურადღება ექცევა სიღრმისეულ რეფორმებს. როდესაც პოლიტიკოსი, რომლის ხელშიც არის კონკრეტული გადაწყვეტილებები, პირველ რიგში არ ფიქრობს ხალხზე და ქვეყანაზე, არ ფიქრობს იმაზე, რომ ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების ყოფა გაუმჯობესდეს და ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ თავის ინტერესებზე, რა თქმა უნდა, შედეგი იქნება ასეთი. არ არსებობს არცერთი უწყება, რომელმაც შეიძლება, წინააღმდეგობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და მის სურვილებს და ესეც არის ფაქტი", - ამბობს ეკა გიგაური.
საქართველოში დემოკრატიული პროცესები კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება - ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსში ჩვენმა ქვეყანამ 10-დან მხოლოდ 5,79 ქულა მიიღო. კვლევა, რომელშიც ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ასევე საჯარო მმართველობის ინდექსია შეფასებული საქართველო 54-ე ადგილს იკავებს.ჩვენს ქვეყნას ასეთი ცუდი შედეგი 2006 წელსაც კი არ ჰქონია.
უახლესი კვლევა მოიცავს 40 მეტ გვერდს მასში რამდენჯერმეა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, როპგორც არაფორმალური მამრთველი, რომელიც თუ კულისებიდან ქვეყნის მართვას განაგრძობს, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრინების პერსპექტივა ბუნდოვანი დარჩება.
დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშაა - წერენ კვლევის ავტორები.