ყველა მოძალადე იდენტიფიცირებულია - "პირველებმა" ვიდეოს კადრობრივი გაშიფრვა დაიწყო

06.07.21 11:38
ყველა მოძალადე იდენტიფიცირებულია - "პირველებმა" ვიდეოს კადრობრივი გაშიფრვა დაიწყო

53-ი დაშავებული რეპორტიორი და არცერთი დაკავებული - ჟურნალისტებზე სასტიკი ანგარიშსწორების ავტორების ვინაობა უკვე დადგენილია!

"პირველებმა" ვიდეოს კადრობრივი გაშიფრვა დაიწყო. "სირცხვილიას" ოფისში, "ტვ პირველის" რეპორტიორების თავდასხმაში მინიმუმ ათი ადამიანი მონაწილეობდა. ვინც უშუალოდ სცემდა ოპერატორს და ჟურნალისტს, აქედან ერთი მღვდელია.

ვიდეოში იდენტიფიცირებულმა პირებმა დაამტვრიერს ტვ პირველის აპარატურა, კამერა, პირდაპირი ჩართვის მოწყობილობა, ამოაცალეს ე.წ. დედაპლატები და ნაწილებად აქციეს . 

ამ კადრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია ათივე პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ ოთხი მუხლით წაუყენოს. 

ამ ადამიანებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ჩვენს ჟურნალისტებს. მღვდელი კი ფიზიკურად ძალადობდა ახალი ამბების რეპორტიორ მირანდა ბაღათურიაზე. 

ამ ადამიანებმა სახის ძვლები ჩაუმტვირერს ჩვენს ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავა.