დაისაჯონ მოძალადეები - რეგიონებში მედიის სოლიდარობის აქციები იმართება

06.07.21 11:37
დაისაჯონ მოძალადეები  - რეგიონებში მედიის სოლიდარობის აქციები იმართება

დაისაჯონ მედიის წარმომადგენლებზე მოძალადეები - რეგიონებში სოლიდარობის აქცია იმართება. 

ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობა გააპროტესტეს ქუთაისის ცენტრში, სადაც პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები და სხვადასხვა მედიასაშუალების თანამშრომლები შეიკრიბნენ. 

მედიას მხარდაჭერას ბათუმიდანაც უცხადებენ. ერას მოედანზე აჭარაში მოქმედი ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებისგან მოძალადეების დასჯას ითხოვენ. 

მედიაზე ძალადობას აპროტესტებენ ამ წუთებში გორის ცენტრში. ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შიდა ქართლის პოლიციასთან არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები შსს-სგან მკაცრ რეაგირებას ითხოვენ და თბილისში გუშინ მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. 

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში მედიის 53 წარმომადგენელზე სასტიკად იძალადეს. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ოპერატორების ნაწილი, მათ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.