ღირსების მარში არ გაუქმდება - თბილისი პრაიდის ორგანიზატორები კონსულტაციებს იწყებენ

06.07.21 13:12
ღირსების მარში არ გაუქმდება - თბილისი პრაიდის ორგანიზატორები კონსულტაციებს იწყებენ

როდის და სად ჩატარდება ,,ღირსების მარში" -  თბილისი პრაიდის ორგანიზატორები კონსულტაციებს იწყებენ. თანასწორობის მარშის ორგანიზატორები ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლება მათი კონსტიტუციური უფლებაა და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. 

დროებით ქუჩაში გასვლაზე უარის თქმა ეს არ ნიშნავს საბოლოო უარს იმაზე, რომ ჩვენ შევწყვეტთ ქუჩაში გასვლას. თბილის პრაიდი იქნება ყოველ წელს. ყოველწლიურად ჩვენ ვიდგებით იგივე გამოწვევების წინაშე, თუ ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფომ არ იზრუნა იმაზე, რომ ეს ძალადობა არ იქნება წახალისებული და მათ მიერ ორკესტრირებული. ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება მალულად სადმე გასვლა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს და გვაქვს ამის უფლება, რომ მშვიდად, არაძალადობრივად გავიდეთ ქუჩაში, - აცხადებს გიორგი თაბაგარი.