დარბეული ოფისი და ნაცემი ჟურნალისტები - შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია

06.07.21 13:31
დარბეული ოფისი და ნაცემი ჟურნალისტები - შსს-ს  ამ დრომდე არავინ დაუკავებია

"სირცხვილიას" ოფისში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა. ასევე არ ამოუღიათ კამერის ჩანაწერი, სადაც ძალადობა უნდა იყოს აღბეჭდილი. "სირცხვილიას" ოფისში გუშინ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჟურნალისტებს თავისუფლება აღუკვეთეს და აპარატურა დაუმტვრიეს. ტვ პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მას თვალზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

"სირცხვილიას" ოფისში ჟურნალისტების ცემის ფაქტზე გამოძიებას ამ დრომდე დაკავებული არავინ ჰყავს.