"სისხლის გუბე იდგა" - "პირველების" ინფორმაციით, ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი შეყვარებულმა დაჭრა

23.03.24 16:59
"სისხლის გუბე იდგა"  - "პირველების" ინფორმაციით, ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი შეყვარებულმა დაჭრა

სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში - "პირველების" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი შეყვარებულმა დაჭრა. ირკვევა, რომ 30 წლამდე მამაკაცს ქალმა მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა და ადგილიდან გაიქცა.

პოლიციამ დანაშაულში მხილებული 28 წლის ქალი, რამდენიმე წუთის წინ დააკავა.

ირკვევა, რომ წყვილი, ქვემო ფონიჭალაში სტუმრად იყო, მოულოდნელად კი ჩხუბი დაიწყეს, რაც სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ცივი იარით მიყენებული ჭრილობების შემდეგ, კაცმა თავს გაქცევით უშველა და კორპუსის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. მათივე თქმით, სწორედ მათ დარეკეს სასწრაფოში, რადგან კაცი სისხლისგან იცლებოდა.

30 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. "პირველების" ინფრომაციით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

გავიგე, რომ გოგომ ბიჭი დაჭრაო. დაახლოებით, 8 საათის მერე, 9-ის ნახევრისკენ მოხდა. სასწრაფო იყო მოსული 9-ის ნახევარზე და გუბე იდგა ეზოში სისხლის. ბიჭი იყო დაჭრილი, გოგომ დაჭრაო. ბიჭი გადარჩენილია. შეყვარებულმა დაჭრა დანით", - ამბობს ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც გამომძიებლები მუშაობენ და ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. რა გახდა სისხლიანი ანგარიშწორების მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.