ძალადობა მედიის მიმართ - ჟურნალისტები გამოკითხვაზე იმყოფებიან

06.07.21 15:14
ძალადობა მედიის მიმართ - ჟურნალისტები გამოკითხვაზე იმყოფებიან

საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს. ამ წუთებში დიღმის პოლიციის სამმართველოში იმყოფება "პირველების" კორესპონდენტი მირანდა ბაღათურია, რომელიც ჩვენებას გუშინდელ ძალადობაზე აძლევს. ტვ პირველის ნაცემი ჟურნალისტების ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. 

საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცეს სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმაც. მათ ნაწილს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა. ისინი გომელაურის უწყებისგან დროულ გამოძიებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, გუშინ ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მედიის 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ჟურნალისტებს ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით სცემდნენ და აპარატურას უზიანებდნენ.

შსს-მ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით 3 პირი დააკავა. 

 

მსგავსი სიახლეები