ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!- ნინო ლომჯარია

06.07.21 15:20
ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!- ნინო ლომჯარია

ინფორმაციას რუსთაველის გამზირზე გასამართი  ,,მდუმარე აქციის"  შესახებ სახალხო დამცველიც ავრცელებს. სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, დაანახოს ყველას, რომ ძალადობა განსხვავებული ადამიანების მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა. 

 მინდა, მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.  
ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ  ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა! - წერს ნინო ლომჯარია.

დღეს, საღამოს 8 საათზე, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობას გააპროტესტებენ. აქციის გამართვის ინიციატორია  პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის". აქციას უერთდებიან საზოგადო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები.