მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი სასამართლო პროცესი - ბატონი პუტლერის - უკრაინის პასუხი რუსეთის სასამართლოს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილი მალიუკი, რომელსაც რუსეთის სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, პირველ კომენტარს აკეთებს.
კრემლის ჯიბის მოსამართლეების დაკავების გადაწყვეტილება ყურადღებას არ იმსახურებს - ამის შესახებ ნათქვამია ვასილი მალიუკის კომენტარში.
”მე, როგორც ყველა უკრაინელს, მაინტერესებს მხოლოდ ერთი სასამართლო პროცესი - მათი ბატონი პუტლერის სასამართლო პროცესი (საუბარია ვლადიმერ პუტინზე). ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სამხედრო დამნაშავე დავინახოთ ჰააგის სასამართლო დარბაზი რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნა მალიუკმა.
რუსული პროკურატურის ცნობით, უკრაინელ მაღალჩინოსანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი) ედება.
ასევე ნახეთ - პუტინის სასამართლომ ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის საქმეზე საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.