ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე დაკავებულ კიდევ 2 პირს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

06.07.21 16:56
ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე დაკავებულ კიდევ 2 პირს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე დაკავებულ პაატა გურჩიანს სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. სამი დღე დარჩება კიდევ ერთი მოძალადე. 

ისინი  პოლიციამ მგვრალ ბაღთან აიყვანა.

ამ დროისათვის საქალაქო სასამართლოში ძალადობრივ აქციაში მონაწილე სამი პირის პროცესი გაიმართა. აქედან ერთი 2 300 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს.

პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე გუშინ მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაასისხლიანეს 53  ჟურნალისტს - ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და არბევდნენ აპარატურას. 

გუშინ პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ. 

მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.