ქეთი დოლიძე რადიკალების წინააღმდეგ - რეჟისორის შვილიშვილი ექსპერტიზაზე მიიყვანეს

06.07.21 17:18
ქეთი დოლიძე რადიკალების წინააღმდეგ - რეჟისორის შვილიშვილი ექსპერტიზაზე მიიყვანეს

ცნობილი რეჟისორის, ქეთი დოლიძის შვილიშვილი ექსპერტიზაზე მიიყვანეს. ექსპერტიზის დოკუმენტით უნდა დადასტურდეს თავდასხმა, რომელიც გუშინ არასრულწლოვანზე მოხდა. 

ქეთი დოლიძის შვილიშვილი საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა. ჯერჯერობით უცნობია, მოახდინა თუ არა შსს-მ თავდამსხმელების იდენტიფიცირება. 

რეჟისორი გუშინ დილით  ჟურნალისტებზე თავდამხმელებს ამართლებდა, საღამოს კი პოზიცია მას შემდეგ  შეიცვალა, რაც ძალადობა პირადად შეეხო და მის არასრულოვან შვილიშვილს საცხოვრებელ სახლთან აგრესიული მოძალადეები გაუსწორდნენ.