თავდასხმა ტვ პირველის ოპერატორზე - იდენტიფიცირებული პირი "ოცნების" აქტივისტია

06.07.21 17:19
 თავდასხმა ტვ პირველის ოპერატორზე - იდენტიფიცირებული პირი "ოცნების" აქტივისტია

ტვ პირველმა ვიდეოკადრების გაშიფვრის შემდეგ იმ ადამიანების სახელები და გვარები დაადგინა, რომლებიც არხის ოპერატორს თავს დაესხნენ და სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს. ერთ-ერთი მთავარი თავდამსხმელი აჭარიდან ჩამოიყვანეს. ის მეუფე სტეფანეს მრევლი და რიონის მცველია.

ასევე, ირკვევა, რომ ცოტნე ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია. მეზობლები ყვებიან, რომ არჩევნების დროს ჩიხლაძე მათ 41 ნომრის შემოხაზვას სთხოვდა. 

ცნობილია, რომ შსს თანამშრომლები მის საცხოვრებელ სახლთან ამ დრომდე არ გამოჩენილან და არც გამოძიება დაუწყიათ. 

აღნიშნული პირი  თანამზრახველებთან ერთად თავს ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს „სირცხვილიას“ ოფისთან დაესხა. დაამტვრია სამაუწყებლო აპარატურა და სასტიკად დგაუსწორდა ჩვენს რეპორტიორებს.
 

მსგავსი სიახლეები