ვულოცავთ ხვიჩას და ეროვნულ ნაკრებს - "ნაპოლის" მილოცვა
"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ვულოცავთ ხვიჩას და ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ პირველ UEFA EURO 2024-ის შესარჩევ მატჩს! - წერს "ნაპოლი".
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა - ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
"სიხარულისგან აღარ ვარ. კიდევ მეტი გამარჯვებები, წარმატებები! დიდება საქართველოს!" - ასეთია საქართველოს ისტორიული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების რეაქციები.