სიმბოლური "საჩუქარი" ეროვნული სტადიონიდან - რა ხდება თბილისის ქუჩებში

27.03.24 00:49
სიმბოლური "საჩუქარი" ეროვნული სტადიონიდან - რა ხდება თბილისის ქუჩებში

 

 

 

"დინამო არენა" ნელ-ნელა იცლება - ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც ნაკრების წევრები მოქალაქეებს შეხვდებიან.

ბავშვებს "დინამო არენადან" ისტორიული შედეგის შემდეგ სიმბოლურად მიაქვთ მოედნიდან ბალახი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები რესპუბლიკის მოედანისკენ მიემართება. 

საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა ჩაატარა და საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა - ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

"სიხარულისგან აღარ ვარ. კიდევ მეტი გამარჯვებები, წარმატებები! დიდება საქართველოს!" - ასეთია საქართველოს ისტორიული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების რეაქციები.

მსგავსი სიახლეები