შეხვედრა დასრულდა - ღირსების მარშის დრო და ლოკაცია ცნობილი ცოტა ხანში გახდება

06.07.21 17:35
შეხვედრა დასრულდა - ღირსების მარშის დრო და ლოკაცია ცნობილი ცოტა ხანში გახდება

თბილისი პრაიდის ორგანიზატორების და ლგბტ თემის წარმომადგენლების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. თანასწორობის მარშის მონაწილეებმა იმსჯელეს, სად და რა ფორმით გაიმართება აღნიშნული მარში. მათი თქმით, დამალვას არ აპირებენ და დროსა და ლოკაციას აუცილებლად გაასაჯაროვებენ. 

აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი ცოტა ხანში გახდება. 

შეხვედრას ესწრებოდნენ იურისტებიც. 

თბილისი პრაიდი გუშინ განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.