საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - რა ხდებოდა სტადიონზე

27.03.24 11:23
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - რა ხდებოდა სტადიონზე

ისტორიული მატჩი  რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა - საქართველო გამარჯვებულია, გადამწყვეტი შეხვედრა საბერძნეთთან საქართველოს  ნაკრების  დიდი გამარჯვებით დასრულდა და პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს  ისტორიაში. 

ჩვენი  ქვეყანა  ევროპის ჩემპიონატზე გავა. 120 წუთი და  პენალტების სერია-ეროვნული ნაკრების წარმოუდგენელი თავგანწირვა გამარჯვებისთვის და  გულშემატკივრების უპრეცედენტო რაოდენობა "დინამო არენაზე“ -26 მარტი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. 

 წინ გერმანია და ევროპის ჩემპიონატია. 

ისტორიულ მატჩს დინამოს სტადიონზე ტვ პირველის ჯგუფები აშუქებდნენ - რა ხდებოდა სტადიონზე და რა განცხადებები გაკეთდა ისტპრიული გამარჯვების შემდეგ. 

საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა გააკეთა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობენ.

ეროვნული ნაკრების მთავარი გზავნილები ისტორიული გამარკვების შემდეგ

ფეხბურთელები ისტორიულ გამარჯვებას რესპუბლიკის მოედანზე აღნიშნავენ. ეროვნული ნაკრების წევრბმა გულშემატკივართან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა! - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე. 

მსგავსი სიახლეები