საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი, არა მხოლოდ ფეხბურთელებმა, არამედ გულშემატკივარმა - სააკაშვილი ეროვნულ ნაკრებს ულოცავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მიულოცა - "საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი"- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მან გულშემატკივრების როლზე ისაუბრა:
მინდა დავიწყო მოლოცვით, იმიტომ რომ ჩემი პატიმრობის რთული სიტუაციიდან გამომდინარე გუშინდელი საღამო, გუშინდელი ღამე იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემ ცხოვრებაში ამ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი, არა მხოლოდ ჩვენმა ფეხბურთელებმა, რომლებიც უმაგრესები არიან მართლაც, არ ვიცი რომელი დავასახელო, არამედ ჩვენმა გულშემატკივარმა რომელმაც აჩვენა ერთიანობა, სიამაყის სულისკვეთება, ეროვნული სიამაყე არ არის ზოგადი მცნება, ეს არის ის რაზეც დგას ყველაფერი, რასაც მე ვემსახურები" - თქვა მიხაილ სააკაშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.