რატომ სურდა ლაზარეს გადამწყვეტ სასამართლოზე დისტანციურად ჩართვა?

28.03.24 13:35
რატომ სურდა ლაზარეს გადამწყვეტ სასამართლოზე დისტანციურად ჩართვა?

რატომ სურდა ლაზარეს გადამწყვეტ სასამართლოზე დისტანციურად ჩართვა?  - მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ბიჭის დედა "პირველებთან" იმ კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ახალგაზრდა სხდომაზე არ გამოცხადდა.

თამთა კალანდაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ ლაზარეს საზოგადოების წინაშე გამოსვლის შიში აქვს, სწორედ ამიტომ, 22 წლის ბიჭს სურდა, პროცესზე საბოლოო სიტყვა დისტანციურად წარმოეთქვა.

ლაზარემ მე მითხრა, რომ იძაბება, როდესაც ხედავს ბევრ ხალხს. საკუთარი აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ჩართულიყო ონლაინ, მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა და დაველოდებით 8 აპრილს. ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ დაგვანახონ, ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ, ჩვენ როგორც ვიტყვით ისე იქნება", - ამბობს ლაზარეს დედა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა დღეს არ ჩატარდება - მოსამართლემ ჩანიშნული სასამართლო პროცესი 8 აპრილისთვის გადადო.

მსგავსი სიახლეები