უნდათ, დიდხანს ჰყავდეთ ციხეში - ლაზარეს ბაბუა სხდომის გადადებაზე
"უნდათ, რომ დიდხანს ჰყავდეთ ციხეში", - ასე აფასებს ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მარტის აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდის სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო.
22 წლის ბიჭის ბაბუას საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის იმედი გააჩნია და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზვიად შარაძე პროცესს კვლავ გადადებს, ან ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის თქმის გარეშე გამოიტანს გამამტყუნებელ ვერდიქტს, მაშინ დაცვის მხარე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
უნდათ, რომ დიდხანს ჰყავდეთ ციხეში. მე მგონია, რომ მოსამართლეც ორჭოფულ მდგომარეობაშია. არაფერი არ აქვს ხელთ და ამიტომ წელავენ. როგორც ვიცი, სალომეს 2024-ში უსრულდება ვადა, მაგდენი ხანი მე მგონი, ვერ გაწელავს", - ამბობს გია კალანდაძე.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა დღეს არ ჩატარდება - მოსამართლემ ჩანიშნული სასამართლო პროცესი 8 აპრილისთვის გადადო.