უსაფრთხოებას ყოველთვის უზრუნველვყოფთ- საპატრულო პოლიცია
ამ წუთებში პოლიციის მობილიზებაა რუსთაველის გამზირზე, სადაც 1 საათში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია უნდა გაიმართოს.
ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც აცხდებენ, რომ არ დაუშვებენ უზნეობის დაკანონებასა და პროპაგანდას.
ადგილზე მყოფი თბილისის საპატრული პოლიციის შეფი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.
პოლიციამ რადიკალთა დაჯგუფების რამდენიმე წევრი დააკავა.
მდუმარე პროტესტი რუსთაველზე 8 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და თბილისი პრაიდიც მიიღებს.