"ოცნების" დეპუტატის ძმის კორპუსი - რატომ ახდევინებს მერია სონღულაშვილს მიზერულ თანხას?

28.03.24 15:55
"ოცნების" დეპუტატის ძმის კორპუსი - რატომ ახდევინებს მერია სონღულაშვილს მიზერულ თანხას?

"ქართულ ოცნებას" სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ - საქმე აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილ მასშტაბურ მშენებლობას ეხება. პარტია "ახალის" წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ მშენებელი კომპანიის შეფს, იოსებ სონღულაშვილს, რომელიც "ოცნების" დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ძმაა, სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა მოუნდა - ანუ ბიზნესმენი ითხოვს იმაზე დიდ მასშტაბებს, ვიდრე ეს ნებართვით იყო გათვალისწინებული.

როგორც წესი, საამისოდ საჭიროა დამატებითი ფულის გადახდა, თუმცა  ოპოზიციას აქვს ინფორმაციაა, რომ სონღულაშვილისას სურვილი მერიამ ცხრა მილიონის ნაცვლად, სამ მილიონად შეასრულებს. 

დავით სონღულაშვილის ძმის კომპანიამ, იოსებ სონღულაშვილმა მიმართა თბილისის მერიას და უკვე დაგეგმილ მშენებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა მოითხოვა. კერძოდ - ცვლილება ითვალისწინებდა, დამატებით 14 000 კვადრატული მეტრი მშენებლობის მოცულობის გაზრდას, დედაქალაქის მერიამ და კახა კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იოსებ სონღულაშვილისთვის დაეკმაყოფილებინა მოთხოვნილი მშენებლობის ზრდა, ოღონდ სამჯერ უფრო იაფად, კერძოდ სამ მილიონ ლარად"- თქვა ანა გოგოლაძემ. 

ასევე ნახეთ: "ოცნების" დეპუტატის ძმას სხვადასხვა პროცედურული მანიპულაციებით ექვსი მილიონი ლარი აჩუქეს

მსგავსი სიახლეები