ვითარება რუსთაველზე - თბილისი პრაიდმა აქციაზე ლგბტ დროშა გაშალა

06.07.21 21:49
ვითარება რუსთაველზე - თბილისი პრაიდმა აქციაზე ლგბტ დროშა გაშალა

"თბილისი პრაიდის" წევრებმა  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. აქცია თბილისი პრაიდის მონაწილეობით, კონტრაქციის ფონზე ვითარდება. რადიკალური ჯგუფის წევრები პერიოდულად პოლიციის კორდონის გარღვევას და საპირისპირო მხარეს გადმოსვლას ახერხებენ.

პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, კადრებში ჩანს, რომ ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს. შსს დაკავებულების შესახებ ამ დრომდ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

 

მსგავსი სიახლეები