რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია - რადიკალებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს

06.07.21 21:59
რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია - რადიკალებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს

რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილმა რადიკალებმა  პოლიციის კორდონი და რკინის ჯებირები გაარღვიეს და მეორე მხარეს გადავიდნენ. ისინი აქციის მონაწილეების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან, მათ შორის ქვებსა და ბოთლებს. 

სამართალდამცავებს პერიმეტრიდან გაჰყავთ დაკავებულები. უცნობია, რამდენი ადამიანია ამ დროისთვის დაკავებული. შსს დაკავებულების შესახებ ამ დრომდე განცხადებას არ ავრცელებს.