დაუშვებელია გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების ესკალაცია - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

06.07.21 22:20
დაუშვებელია გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების  ესკალაცია - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს სიმშიდისკენ მოუწოდებს. 

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს - დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია. 
 დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.
ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!" - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.