თადუმაძე პირდაპირ მიუთითებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილის პოზიციაა და არა ხალხის - ჯანეზაშვილი

30.03.24 13:25
თადუმაძე პირდაპირ მიუთითებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილის პოზიციაა და არა ხალხის - ჯანეზაშვილი

შალვა თადუმაძე პირდაპირ მიუთითებს, რომ მისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილის პოზიციაა და არა ხალხის - ამის შესახებ "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო კლანის წევრები შეშინებულები არიან, რადგან მათ შესაძლოა, სისტემიდან წასვლა მოუწიოთ.

ამით პირდაპირ მიუთითებს თადუმაძე, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანის პოზიცია და დამოკიდებულება საკითხის მიმართ. რეალურად მნიშვნელოვანი მისთვის უნდა იყოს ქართველი ხალხის პოზიცია. ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, თუ ბიძინა ივანიშვილს რა მოსწონს და რა არა. შეიძლება, მოუწიოთ სისტემიდან წასვლა. ამის შიშები აქვთ, რადგან იციან, მათი არჩევა რა დარღვევების საფუძველზე მოხდა. მათ რეალურად არანაირი საფრთხე "ოცნების" მხრიდან არ ემუქრებათ", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

შალვა თადუმაძემ "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დღეს თქვა, რომ უხარია, თუ ბიძინა ივანიშვილი ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება და მოსამართლეების განცხადებას იზიარებს.

შალვა თადუმაძემ  სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ პირველი კომენტარი "პირველებთან" გააკეთა.

სასამართლო სისტემასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის ბოსები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გამო დაასანქცირეს. 

შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების ჩანაწერი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. შალვა თადუმაძე პირდაპირ ახსენებს ფრაზებს საქართველოს ხელისუფლებაში არსებული კორუმპირებული პირების შესახებ და სხვა მოსამართლეებს ეკითხება, თუ რატომ არ დაასანქცირეს ისინი.

"ნეტგაზეთმა" კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ თუ ვინმე მის შემოწმებას გადაწყვეტს, მზად არის მოსამართლის მანტია გაიხადოს.