აქცია დასრულებულია, ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას - ვაჟა სირაძე

06.07.21 22:55
აქცია დასრულებულია, ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, აქციის მონაწილეები ტერიტორიას პოლიციიის დახმარებით უსაფრთხოდ დატოვებენ. საპატრულო პოლიციის უფროსს აქციის მშვიდობიანი დასრულების შესახებ კომუნიკაცია აქციის ორგანიზატორებთან ჰქონდა.

პოლიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ ეს 2 აქცია ჩატარდა და აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში უსაფრთხოდ გავიდნენ ტერიტორიიდან. ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, აქცია დასრულებულია და პირველ რიგში პარლამენტის მიმდებარედ მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. პოლიცია ყველაფერს აკეთებს რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს ვითარება და მშვიდობით დასრულდება", - ამბობს ვაჟა სირაძე.