შსს მედიას საგანგებო განცხადებით მიმართავს

06.07.21 23:39
შსს მედიას საგანგებო განცხადებით მიმართავს

შსს მედიას საგანგებო განცხადებით მიმართავს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფ მედიასაშუალებებს მივმართავთ, უახლოეს 10 წუთში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით შეიკრიბონ შეთანხმებულ ადგილზე. 

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და აქციების მონაწილეთა შორის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით იგეგმება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილი მოქალაქეების ეტაპობრივად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა. 

არსებული რისკების გათვალისწინებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ - დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.