"საზოგადოების პროტესტი სასამართლოში გამეფებული კლანის მიმართ" - სერგო ჩიხლაძე საპროტესტო სტენსილებზე
საზოგადოების პროტესტი სასამართლოში გამეფებული კლანის მიმართ, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე თბილისში ქუჩებში გამოჩენილ საპროტესტო სტენსილებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხალხმა კარგად იცის, რომ დამოუკიებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს გარეშე ქვეყანა ევროკავშირში ვერ შევა.
სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ პროტესტი თადუმაძის და ქადაგიძის განცხადებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა.
ეს არის საზოგადოების პროტესტი სასამართლოში გამეფებული კლანის მიმართ, უსამართლობის მიმართ, რომელიც არსებობს სასამართლოში, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ არ იქნება სამართლიანია და მიუკერძოებელი სასამართლო ამ ქვეყანაში, ჩვენ ვერ შევალთ ევროკავშირში, არცერთი სერიოზული ინვესტორი არ ჩადებს ფულს საქართველოში, არ შეიქმნება სამუშაო ადგილები და უპერსპექტივობის და დაუცველობის გამო კიდევ მეტი თანამოქალაქე დატოვებს ქვეყანას. ვფიქრობ, რომ გუშინდელმა განცხადებებმა ბატონი თადუმაძის, ქალბატონი ქადაგიძის სასამართლოს ე.წ. კლანის ხელმძღვანელების, კიდევ უფრო გაამძაფრა ეს პროტესტი, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.