რადიკალური ჯგუფის წევრებმა ევროკავშირის დროშა დახიეს

07.07.21 00:09
რადიკალური ჯგუფის წევრებმა  ევროკავშირის დროშა დახიეს

რუსთაველის გამზირზე რადიკალურის ჯგუფის წევრებმა  პარლამენტის წინ აღმართული ევროკაშვირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.

ამ წუთებში მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიას ტოვებენ. ჟურნალისტები პოლიციას გაყავს. პარლამენტის შენობასთან ჰომოფობიური და რადიკალური დაჯგუფების წევრები განლაგდნენ.ცოტა ხნის წინ ისინი ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ. ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თავს დაესხნენ, რის გამოც გადამღებ ჯგუფს ადგილის დატოვება პოლიციის მანქანით მოუწია.

მსგავსი სიახლეები