მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისში - მოქალაქეები შაურმით მოიწამლნენ

15.03.21 13:54
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისში - მოქალაქეები შაურმით მოიწამლნენ

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისში - მოქალაქეები შაურმით მოიწამლნენ. მოწამლულები ვახტანგ ბოჭორიშვილი სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ყველა მათგანი ინტოქსიკაციის მიზეზად საშაურმე „რეტროს“ პროდუქციას ასახელებს.

საშაურმეს მომსახურე პერსონალი მოქალაქეების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. კვების ობიექტის უფროსი კი ამბობს, მათ პრაქტიკაში მსგავსი რამ პირველად მოხდა და რომ მიზეზი თავადაც ვერ გაუგიათ.

ყველაფერი ახალი შემოდის. საბუთები გვაქვს როგორ და რანაირად შემოდის. ამ შემთხვევაში მართლა ვერ ვხვდებით ჩვენ თვითონაც რა იყო მიზეზი. ეს მოხდა პირველად, რამდენია წელია ვმუშაობთ.., - ამბობს კვების ობიექტის დირექტორი.  

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმის, ილია ოქროჯანაშვილის თქმით, კლინიკაში 8 ადამიანი იქნა შეყვანილი, საიდანაც ორი პაციენტი პედიატრიული ასაკისაა. მისი განმარტებით, ორი პაციენტი კლინიკაში დარჩება, ხოლო დანარჩენები ეტაპრობრივად გაეწერებიან. 

112 -ის დახმარებით იქნა მოყვანილი 8 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ საკვების მიერი ინტოქსიკაციის ნიშნები, ისინი ამ ჩივილებს უკავშირებდნენ შაურმის მიღებას. აქედან, 8-დან 2 იყო პეადიატრიული ასაკის და 6 მოზრდილი. ორი რჩება კლინიკაში, მათი მდგომარეობა არის სტაბილური, საყურადღებო, დანარჩენები ეტაპობრივად ეწერებიან. კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვენებლებით გამომდინარე, ყველა ვარიანტში, ეს ჩივილები უკავშირდება  სკვების მიერ ინტოქსიკაციას, - აცხადებს ოქროჯანაშვილი.

ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ კვების ობიექტზე სურსათის უვნებლობის სამსახური შევიდა.