კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა

07.07.21 10:06
კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა

დედაქალაქის ცენტრში, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს. დროშა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად აღმართა. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან - წერს პარლამენტის თავმჯდომარე. 

ევროკავშირის დროშა რადიკალური ჯგუფის წევრებმა გუშინ დახიეს. შსს-ს წარმომადგენლებს ძალადობრივი ჯგუფებისთვის ხელი არ შეუშლიათ.