ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

07.07.21 10:17
ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების  ფაქტზე  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის  სანაცვლოდ, ცხოველთა სასაკლაოზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინალურ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა, მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.